ლაშა ფარულავა - „ქართული ოცნება“ საერთაშორისო სანქციების პირისპირაა - მას  სანქციები ემუქრება

„ქართული ოცნება“ საერთაშორისო სანქციების პირისპირაა. მას საერთაშორისო სანქციები ემუქრება,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ ჰელსინკის კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 26 ოქტომბერს ქართველმა ხალმა „ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩააბაროს კრიმინალური ხელისუფლება, რომელიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, ქართულ სახელმწიფოს“.

„ცხადია, ხელისუფლება, რომელიც ტრანსნაციონალურ კიბერდანაშაულშია ჩართული და თავად ორგანიზებულ დანაშაულს ახორციელებს, ვერ შექმნის ვერც მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ვერც ღირსეული ცხოვრების პირობებს და ვერ დააბრუნებს ჩვენს ემიგრაციას. ამიტომ, ჩვენ ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს. ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩავაბაროთ კრიმინალური ხელისუფლება, რომელიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, ქართულ სახელმწიფოს. სამწუხაროა, რომ ამ ორგანიზებულ, ტრანსნაციონალურ კიბერდანაშაულში, მათ შორის, მხილებულია სამართალდამცავი უწყებები, მთელი მართლმსაჯულების სისტემა არის გამოყენებული ივანიშვილის ორგანიზებული ჯგუფის საქმიანობაში. რა თქმა უნდა, ჭეშმარიტების მომენტი დადგა - ყველა არის სანქციების პირისპირ, რომლებიც არიან „შავი ფულის“ მოხვეჭაში მხილებულები. ამ „შავ ფულს“ იმისთვის იყენებენ, რომ ქართველ ხალხს ევროპული პერსპექტივა და ევროპული კეთილდღეობა წაართვან. ამიტომ, ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ერთიანობით კრიმინალური ხელისუფლება უნდა დავამარცხოთ ერთხელ და სამუდამოდ“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელში წერს, რომ თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ „შავ ფულს“ ეყრდნობა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა