ბექა ოდიშარია ალეკო ელისაშვილის პარტიის „ძლიერ საქართველოში“ გაერთიანებაზე -  გუშინდელ გაერთიანებას ირონიით ვუწოდებდი - „პრინციპები უპირველეს ყოვლისა"

გუშინდელ გაერთიანებას ირონიით ვუწოდებდი - „პრინციპები უპირველეს ყოვლისა". არ ვიცი სხვაგვარად კიდევ უკეთესად როგორ უნდა ვუწოდო. შევუქებდი, ურბანულ გემოვნებას, ერთადერთი დადებითი რაც იყო კადრში, ეს იყო კალაძის მიერ რესტავრირებული გუდიაშვილის მოედანი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პოლიტიკურ გაერთიანებაში „ძლიერი საქართველო“ „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეების" გაერთიანებას.

ოდიშარიას თქმით, მათ „პრინციპები არ აქვთ”.

„გუშინდელ გაერთიანებას ირონიით ვუწოდებდი - „პრინციპები უპირველეს ყოვლისა“. არ ვიცი სხვაგვარად კიდევ უკეთესად როგორ უნდა ვუწოდო. ეს ადამიანები ერთმანეთს ლანძღავდნენ გუშინ წინ. დღეს გადაკოცნა მაინც ვერ გაბედეს ერთმანეთის, ალბათ, ხელი აუკანკალდათ. პრინციპები რომ არ აქვთ, ცხადია. პოლიტიკურ გემოვნებასაც, რა თქმა უნდა, იმავე კლასიფიკაციას მივანიჭებდი. ერთადერთი შევუქებდი, ურბანულ გემოვნებას. [კახა] კალაძის რეკონსტრუირებულ და რესტავრირებულ გუდიაშვილის მოედანზე გადაწყვიტეს ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევა. ერთადერთი დადებითი რაც იყო კადრში, ეს იყო გუდიაშვილის მოედანი. დანარჩენი ყველაფერი იყო სიყალბე, ნაძალადევი. ნახეთ კიდეც თქვენ ამ ადამიანების გამოსვლები. გაუგებარი იყო რასთან დაკავშირებით, რა პლატფორმაზე, რა იდეის გარშემო [გაერთიანდნენ].

ანა დოლიძე ბანკებს და მის ნეგატიურ გამოვლინებებს ებრძოდა, ამაში ბუნებრივია, ხაზარაძეს ვგულისხმობ. ელისაშვილი საერთოდ მევახშეს ეძახდა. თავის მხრივ, ხაზარაძე იფიცებოდა, რომ ასეთ ადამიანებს ხელს არ ჩამოართმევდა. ის მეოთხე შავი კაცი ვინ იყო, ნამდვილად არ ვიცი. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ უთხრეს, მიუთითეს გაერთიანებისაკენ და გაერთიანდნენ. ვნახოთ, სხვებს რას მიუთითებენ”,- აღნიშნა ოდიშარიამ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა