„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან აჭარის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა გადმოწერის თაობაზე წლებისა და თვეების მიხედვით ჩაშლილი სტატისტიკის მიწოდებას ითხოვს

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, საქართველოს რეგიონებიდან აჭარის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა გადმოწერის თაობაზე წლებისა და თვეების მიხედვით ჩაშლილ სტატისტიკა მიაწოდოს.

პარტიის წევრებმა ბრიფინგი ბათუმის იუსტიციის სახლთან გამართეს. შეკრებილების

განცხადებით, „ქართული ოცნება“ აჭარაში არჩევნებს აგებს, რის გამოც სხვა რეგიონებიდან აჭარის მუნიციპალიტეტებში მათი მხარდამჭერთა გადმოწერა ხდება.

„26 ოქტომბერს აჭარის მოსახლეობა პარლამენტთან ერთად ირჩევს უმაღლეს საბჭოს. „ქართულ ოცნებაში“ კარგად ხვდებიან, რომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ აჭარაში არჩევნებს იგებს, ამიტომ ამ ჩამორჩენის აღმოფხვრის მიზნით საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან გადაწყვიტეს აჭარის მუნიციპალიტეტებში თავიანთი მხარდამჭერების გადმოწერა. ხელისუფლებას არაფერი არ გამოუვა, რადგან ნაცვლად ათიათასობით გაჭირვებულის სოციალური პირობების გაუმჯობესებისა, ნაცვლად ახალგაზრდებისთვის უკეთესი მომავლისათვის ზრუნვისა, ნაცვლად „ქოლცენტრების“ მეშვეობით ხალხის ძარცვისა და პარტიული ყულაბის შევსებისა, რაზეც ჰელსინკის კომისიის დასკვნაც მეტყველებს, ნაცვლად ბათუმისთვის ეკოლოგიური საფრთხის შემცველი კუნძულის პროექტის უკანონო მშენებლობაზე უარის თქმისა, ნაცვლად საცობებისაგან ქალაქის განტვირთვისა, ნაცვლად კორუფციისა და ნეპოტიზმის აღმოფხვრისა, თაღლითური სქემით ცდილობენ ფონს გასვლას!

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მოსახლეობასთან ერთად საკადრის პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს მავნებლურ ხელისუფლებას“, - აცხადებს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კახა მიქელაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება