გლდანის I მიკრორაიონის N19-19ა კორპუსებთან სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ I მიკრორაიონის N19-19ა კორპუსებთან სკვერი ეწყობა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯამში, სკვერის მოწყობის სამუშაოები 1 300 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდება.

ტერიტორიაზე მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა. ადგილზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები - დაითესება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 343 934 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება