თინა ბოკუჩავა - ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, როგორ არის პრეზიდენტი სააკაშვილი - მიშა არის ძალიან მაგრად, ბრძოლის განწყობაზე და გამარჯვებას ელოდება

ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ვესაუბრები, მეკითხება, როგორ არის პრეზიდენტი სააკაშვილი. მიშა არის ძალიან მაგრად, ბრძოლის განწყობაზე და გამარჯვებას ელოდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ ხაშურში განაცხადა, სადაც პარტიის ლიდერები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ადამიანები ხელისუფლების ცვლილებებისთვის ოპოზიციის ერთიანობას ითხოვენ.

„ვიყავით თელავში, დედოფლისწყაროში, ბეშუმში, ახალციხეში, წალენჯიხაში. წყალტუბოში, დღეს ხაშურში ვართ. მინდა გითხრათ, რომ ყველგან, სადაც მივდივართ, ადამიანები ცვლილებებისთვის ოპოზიციის ერთიანობას ითხოვენ. ასევე, ერთიანობას ითხოვენ გამარჯვებისთვის და იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიბრუნოთ.

ერთიანობით საქართველოს მართლა ყველაფერი შეუძლია, ეს აჩვენა ჩვენმა ისტორიამ და ეს უნდა ვაჩვენოთ, მათ შორის ჩვენი მომავლით. ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ვესაუბრები, მეკითხება, როგორ არის პრეზიდენტი სააკაშვილი. მიშა არის ძალიან მაგრად, ბრძოლის განწყობაზე და გამარჯვებას ელოდება. მან ძალიან კარგად იცის, რომ ერთიანობით გავიმარჯვებთ, დავამარცხებთ კორუფციას, სიღარიბეს, რაც ივანიშვილის „კლანურმა“ და კორუმპირებულმა მმართველობამ ამ ქვეყნისთვის მოიტანა. ერთიანობით დავამარცხებთ გაზრდილ ფასებს, ადამიანები იძულებით ემიგრაციაში რომ გარბიან, ოჯახები გახლეჩილია, ახალგაზრდები მიდიან, მოხუცებს პენსია არ ჰყოფნით. ჩვენ შეგვიძლია ერთიანობით ეს ყველაფერი დავასრულოთ და ჩვენს ქვეყანას ევროპული პერსპექტივა დავუბრუნოთ“, - განაცხადა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს