ბონდო თედორაძე - სოფელ ლეღვაში ყველანაირი კომუნალური ინფრასტრუქტურის პრობლემის ფონზე,  ადგილობრივ მთავრობას მოვუწოდებ, დროულად იმოქმედონ

სოფელ ლეღვაში ყველანაირი კომუნალური ინფრასტრუქტურის პრობლემის ფონზე, მოვუწოდებ ადგილობრივ მთავრობას დროულად იმოქმედონ, სანამ ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა მოემსახურონ ხალხს და დადგნენ მათ გვერდით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბონდო თედორაძემ განაცხადა.

თედორაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 4 წლის წინ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი აირის მაგისტრალური ხაზის მოწყობისთვის მილიონობით ლარი დაიხარჯა, დღემდე არ მიეწოდება სოფელს ბუნებრივი აირი და შესაბამის ინფრასტრუქტურა.

„ქობულეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ლეღვაში ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს ყოველგვარი კომუნალური ინფრასტრუქტურის პრობლემა, არ მიეწოდებათ ბუნებრივი აირი, შიდა გზები არის მოუწესრიგებელი, წყალი აქვთ გრაფიკით და ზაფხულში შეიქმნა დიდი პრობლემა და ასევე ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით აქვთ შექმნილი პრობლემა.

აღნიშნული პრობლემების თაობაზე, მოვუწოდებ ადგილობრივ მთავრობას დროულად იმოქმედონ მანამ, სანამ ჯერ კიდევ რუსულ მთავრობას 26 ოქტომბრამდე აქვს შესაძლებლობა მოემსახურონ და დადგნენ ხალხის გვერდით“, - განაცხადა თედორაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს