უკრაინა სუმის ოლქის სასაზღვრო ზონაში სამოქალაქო პირების გადაადგილებაზე შეზღუდვებს აწესებს

სუმის ოლქის ოცკილომეტრიან სასაზღვრო ზონაში ყველა კატეგორიის მოქალაქეების გადაადგილებაბზე შეზღუდვა დაწესდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საომარი მოქმედებების ინტენსივობის გაზრდის, დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების, მტრის სპეციალური ოპერაციების ძალების საქმიანობის გააქტიურების გამო და მშვიდობიანი მოსახლეობის და სამხედრო პერსონალის სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, სამხედრო სარდლობამ სუმის ოლქის ოცკილომეტრიან სასაზღვრო ზონაში ყველა კატეგორიის მოქალაქეების გადაადგილებაზე შეზღუდვები შემოიღო“, - აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში.

გენშტაბში განმარტავენ, რომ ამ ტერიტორიაზე შესვლა განხორციელდება უკრაინის მოქალაქეების პასპორტებით „ამ ზონაში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ნიშნით“.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა