პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროას’’ თერჯოლას ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროას’’ თერჯოლას ოფისი გაიხსნა.

როგორც მელია აღნიშნავს, თითოეული თერჯოლელის, თითოეული ქართველის ხმა გადამწყვეტია ცვლილებებისთვის, რადგან ბევრი ადამიანის მისვლა არჩევნებზე ხელისუფლების უპირობო დამარცხების გარანტიაა.

„დღითიდღე ვრწმუნდები, რომ არჩევნებს მოვიგებთ. „ქართული ოცნება“ არის შეშინებული, ცდილობენ აგრესია წაახალისონ, ასე იქცეოდა ყველა ხელისუფლება, საკუთარი მმართველობის ბოლო წელს, როდესაც გამარჯვების იმედი აღარ ჰქონდათ. ძალიან ბევრი ადამიანი უნდა მივიდეს არჩევნებზე, რაც ხელისუფლების უპირობო დამარცხების გარანტიაა.

უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული თერჯოლელის ხმა გადამწყვეტია ცვლილებებისთვის. წელს ამ ქვეყანაში უნდა იყოს ის საარჩევნო კლიმატი, რაც 2012 წელს იყო.

ამ არჩევნებზე ჩვენ უნდა ავირჩიოთ ევროკავშირი და კოალიციური მმართველობა, რომელშიც „კოალიცია ცვლილებისთვის" მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის“, - განაცხადა მელიამ.

დღეს, 12 აგვისტოს, „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ იმერეთის მასშტაბით საარჩევნო ოფისებს ხსნის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს