თინა ბოკუჩავა - "ქართული ოცნება” ცდილობს, ცრუ ნარატივებით საქართველოს უახლესი ისტორია რუსულად გადაწეროს - 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც უახლესი ისტორიის გადაწერით კი არა, პრობლემების გადაჭრით იქნება დაკავებული

„ქართული ოცნება” ცდილობს, ცრუ ნარატივებით საქართველოს უახლესი ისტორია რუსულად გადაწეროს. 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერით კი არა, მოქალაქეების წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრით იქნება დაკავებული,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც ის ეხმაურება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 16 წლისთავზე „ქართული ოცნების“ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება“.

„ომის საკითხს ერთხელ და სამუდამოდ დაუსვა წერტილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც არის ყველაზე მაღალი სამართლებრივი ინსტანცია და რომელმაც გადაჭრით თქვა, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და რომ,სწორედ, რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას განცხადებით, 2008 წლის ომის თემაზე ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური შეთანხმება უკვე არსებობს და სამართლებრივი შეკითხვები მოიხსნა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

„ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან მუდმივი პედალირება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს, ცრუ ნარატივებით საქართველოს უახლესი ისტორია რუსულად გადაწეროს, გაიმეოროს პუტინის ნარატივები და ცრუ შიშებზე პედალირებით, რამენაირად შეინარჩუნოს ხელისუფლება”, - აღნიშნა ენმ-ს თავმჯდომარემ.

თინა ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებს და პროპაგანდას არ წამოეგება.

“26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერით კი არა, მოქალაქეების წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრით იქნება დაკავებული”, - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს