ირანის საგარეო უწყება - საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი უტიფრად მოითხოვენ ირანისგან, არ უპასუხოს მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას

საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის მოწოდებებს, რომ ირანმა უნდა გამოიჩინოს თავშეკავება ისრაელთან მიმართებაში პოლიტიკური ლოგიკა არ გააჩნია და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

„სიონისტური რეჟიმის (ისრაელის) დანაშაულების ყოველგვარი კრიტიკის გარეშე, E3-ის განცხადება უტიფრად მოითხოვს ირანისგან, არ უპასუხოს მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ნასერ ქანაანმა.

მისი თქმით, თეირანს გადაწყვეტილი აქვს, შეაჩეროს ისრაელი და მოუწოდებს პარიზს, ბერლინსა და ლონდონს ერთხელ და სამუდამოდ აღუდგეს წინ ღაზაში მიმდინარე ომს.

„გაერო-ს უშიშროების საბჭოს უმოქმედობა და დასავლეთის მთავრობების ფართო პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერა სიონისტური რეჟიმის (ისრაელის) მიმართ ღაზას კრიზისის რეგიონული გაფართოების მთავარი ფაქტორებია“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ირანს და მის მოკავშირეებს მოუწოდა, თავი შეიკავოს ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებისგან გასულ თვეში თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო შურისძიების მიზნით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს