ვლადიმერ პუტინი მაჰმუდ აბასს - ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთმა დღეს, სამწუხაროდ, უნდა დაიცვას თავისი ხალხი იარაღით ხელში, მაგრამ რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, პალესტინაში, ჩვენი მხრიდან ყურადღების გარეშე არ რჩება

რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ნოვო-ოგარევოში პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან შეხვედრას მართავს.

„ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთმა დღეს, სამწუხაროდ, უნდა დაიცვას თავისი ინტერესები, დაიცვას თავისი ხალხი იარაღით ხელში, მაგრამ ის, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, რაც ხდება პალესტინაში, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ყურადღების გარეშე არ რჩება“, - განაცხადა პუტინმა შეხვედრის დაწყებისას.

მისი მტკიცებით, მოსკოვი დიდი ტკივილითა და შეშფოთებით ადევნებს თვალს ღაზის სექტორში დატრიალებულ ჰუმანიტარულ კატასტროფას და ყველაფერს აკეთებს პალესტინელი ხალხის მხარდასაჭერად და რუსეთმა პალესტინაში 700 ტონა ტვირთი გაგზავნა.

ამასთან, პუტინის თქმით, რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.

„გვესმის, რომ ჩვენ გვაქვს საერთო პოზიცია, ეს არის ის, რომ ამ პრობლემის ფესვები შორს წარსულშია და დაკავშირებულია საერთაშორისო ორგანიზაციების, პირველ რიგში, გაერო-ს დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების უგულებელყოფასთან, გადაწყვეტილებების, რომელიც დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ეხება“, - აღნიშნა პუტინმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება