ბექა ოდიშარია - სამწუხაროა, რომ დანიის სამეფო და მისი დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში აფინანსებენ არა „დემოკრატიის ფესტივალს“, არამედ "დემოკრატიულ" ჰელოუინს

სამწუხაროა, რომ დანიის სამეფო და მისი დიპლომატიური წარმომადგენლობა, თუ სხვა ინსტიტუციები საქართველოში აფინანსებენ არა დემოკრატიის ფესტივალს, არამედ "დემოკრატიულ" ჰელოუინს, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ „დემოკრატიის ფესტივალზე" საუბრისას განაცხადა.

„ამის თქმის უფლებას მაძლევს იქ გამოფენილი ბანერები და არსებული ანტურაჟი. თქვენ ნახეთ როგორი მხარდაჭერილიც იყო ეს ე.წ. ფესტივალი, იდგნენ მარგინალები და ერთმანეთის პავილიონებში გადადი-გადმოდიოდნენ, - დასძენს ის.

მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიება საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში უხეში ჩარევაა და მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„ასეთი „პოლიტიკური სეირნობების" მოწყობის დაფინანსება თუ სურთ ზოგიერთ ინსტიტუციებს, რაც საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში უხეში ჩარევაა, მაშინ უნდა იცოდნენ კიდეც, რომ ჩვენ მათ არ ვაღიარებთ, როგორც სამართლიან და მიუკერძოებელ მსაჯულებს არჩევნების შემდგომ და ამის ყველანაირი მორალური და სამართლებრივი უფლებაც გვექნება", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს