თინა ბოკუჩავა - ვიზიარებთ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას ერთიანობისკენ, მათ შორის, ძველი თანამებრძოლების მიმართ - ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის და მზად ვარ, ყველა შეთანხმებისთვის, რომელიც ერთიანობის განმტკიცებას ემსახურება

ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის და მზად ვარ ყველა შეთანხმებისთვის, რომელიც ერთიანობის განმტკიცებას ემსახურება, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბოკუჩავა გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდი ელექტორალური ძალაა და პარტია იზიარებს მის მოწოდებას ერთიანობისკენ, მათ შორის ძველი თანამებრძოლების მიმართ.

„პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი, საპატიო თავმჯდომარე და ამ პარტიის ყველაზე დიდი ელექტორალური ძალა.

ჩვენ ვიზიარებთ მის მოწოდებას ერთიანობისკენ, მათ შორის, ძველი თანამებრძოლების მიმართ. დროა, გვერდზე გადავდოთ წარსულში არსებული ყველა განსხვავება და გავერთიანდეთ ქვეყნის საკეთილდღეოდ.

პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება ერთიანობის ფლაგმანი. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის უდიდესი პასუხისმგებლობაც სწორედ იმიტომ ავიღე, რომ მტკიცედ მჯერა ერთიანობის იდეისა და ძალის. ამიტომ, ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის და მზად ვარ ყველა შეთანხმებისთვის, რომელიც ერთიანობის განმტკიცებას ემსახურება“, - წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში წინადადება დააყენა, შეიქმნას პარტიის ეროვნული კომიტეტი, რომლის ამოცანასაც „კიდევ მეტი ერთობის შექმნაში“ ხედავს. მისი თქმით, პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ ასარჩევად მხარს უჭერს „ძველ თანამებრძოლს და მეგობარს კობა ნაყოფიას და იმედია ყრილობა მას მხარს დაუჭერს“. სააკაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავასთან და ერთიანობის „ლიდერშიფთან“ შეთანხმებით პარტიის ეროვნული კომიტეტის ფუნქციები რამდენიმე პუნქტით განისაზღვრება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება