ანა დოლიძე - კამპანია ,,იცურე მშვიდად“ ფარგლებში შემუშავებული ჩვენი რეკომენდაციები კვლავ არ არის მიღებული

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ქობულეთში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

დოლიძის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობები პასუხისმგებლობის აღებას გაურბიან, რაც ძალიან მძიმე შედეგების მომტანია.

„საათი არ გავა საშინელება არ დატრიალდეს. ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?! სახელმწიფო არ გვაქვს. 2018 წელს, ალეკო ცქიტიშვილთან და რამდენიმე ორგანიზაციასთან ერთად, დავიწყეთ კამპანია ,,იცურე მშვიდად”, რომლის მიზანი წყლის ობიექტებზე სიკვდილიანობის შემცირება იყო. მოვიკვლიეთ ეს საკითხი, შევიმუშავეთ რეკომენდაციები თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ზაფხულის დადგომასთან ერთად. რეკომენდაციები შეუსრულებელია, ადგილობრივი თვითმმართველობები პასუხისმგებლობის აღებას გაურბიან და ვიღებთ ამ შედეგს. ძალიან მძიმეა ეს ამბავი“, - წერს ანა დოლიძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს