ვოლოდიმირ ზელენსკი კურსკში მიმდინარე ოპერაციაზე - უკრაინამ ინიციატივა ხელში ჩაიგდო

ახლა უკრაინამ იგივე გააკეთა, რაც ომის პირველ კვირებსა და თვეებში: ხელში ჩაიგდო ინიციატივა და დაიწყო სიტუაციის საკუთარ ინტერესებში დაბრუნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კურსკში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენ, უკრაინელებს, შეგვიძლია მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ინტერესები და ჩვენი დამოუკიდებლობა და ეს ასე იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ფრონტის თითოეულ მიმართულებას, განსაკუთრებით კურსკის ოლქს, და შესაბამისად, სასაზღვრო ტერიტორიის დაცვას დიდი ყურადღება ექცევა.

„რაც უფრო მეტად განადგურდება რუსეთის სამხედრო ყოფნა სასაზღვრო ტერიტორიებზე, მით უფრო მოუახლოვდება მშვიდობა და და რეალური უსაფრთხოება ჩვენს სახელმწიფოს. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა და აგებს კიდეც“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 6 აგვისტოდან უკრაინელი სამხედროები რუსეთის კურსკის ოლქში ოპერაციას ახორციელებენ. გუშინ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა კურსკის ოლქის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს