რუსეთის თავდაცვის უწყება - საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინის 117 დრონი და ოთხი რაკეტა გაანადგურეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წუხელ ოთხი უკრაინული „ტოჩკა-უ“ ტიპის რაკეტა და ასზე მეტი დრონი ჩამოაგდო,- ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როდესაც კიევის რეჟიმი ცდილობდა ტერორისტული თავდასხმის განხორციელებას უპილოტო საფრენი აპარატების და „ტოჩკა-უ“-ს ტაქტიკური რაკეტების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოთხი ტაქტიკური რაკეტა და 117 თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო“,- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების განმარტებით, 37 დრონი და ოთხი რაკეტა კურსკის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, ამდენივე დრონი ვორონეჟის ოლქის თავზე, 17 უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის ოლქში გაანადგურეს, 11 - ნიჟნი ნოვგოროდში, 9 ვოლგოგრადში, 3 ბრიანსკის ოლქში, 2 ორიოლის ოლქში და ერთი როსტოვში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს