პოლონეთის გენერალური პროკურატურის პრესმდივანი - „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში ეჭვმიტანილი მყვინთავი პოლონეთიდან უკრაინაში ივლისის დასაწყისში გაემგზავრა

„ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში ეჭვმიტანილი მყვინთავი პოლონეთიდან უკრაინაში ივლისის დასაწყისში გაემგზავრა, - ამის შესახებ პოლონეთის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა, ანა ადამიაკმა განაცხადა.

„მამაკაცმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი ივლისის დასაწყისში გადაკვეთა“, - განაცხადა ანა ადამიაკმა.

პოლონეთის პროკურატურამ დაადასტურა, რომ საქმეზე გერმანული მხარის მიერ გაცემული დაკავების ორდერი მიიღეს, თუმცა ეჭვმიტანილი მის სავარაუდო საცხოვრებელ ადგილას ვერ იპოვეს.

შეგახსენებთ, დღეს, გერმანულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აფეთქებებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, გერმანიის გენერალურმა პროკურორმა, იენს რომელმა ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქის, ვლადიმერ ს.-ს დაკავების ორდერი გასცა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება