საფრანგეთში, Mirage-ის ტიპის ორი გამანადგურებელი ერთმანეთს შეეჯახა

საფრანგეთში, Mirage-ის ტიპის ორი გამანადგურებელი ერთმანეთს შეეჯახა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. შემთხვევა დღეს, მერთი და მოზელის დეპარტამენტში მოხდა.

მედიის ცნობით, ერთი მფრინავი, რომელმაც კატაპულტირება მოახდინა, ნაპოვნია. იგი დაშავებულია, თუმცა გონზეა.

როგორც ცნობილია, მფრინავების სამძებრო სამუშაოებში დეპარტამენტის სახანძრო-სამაშველო სამსახური, ეროვნული სატყეო დეპარტამენტი და პოლიციაა ჩართული.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება