ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში, ერთობლივი საწარმოს შექმნაზე იურიდიული და ტექნიკური პროცედურები დასრულდა

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში, ერთობლივი საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით იურიდიული და ტექნიკური პროცედურები დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ავრცელებს.

ორ ქვეყანას შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, დსს “აზერბაიჯანის რკინიგზებისა” და შპს “მარაბდა -კარწახის რკინიგზის” შვილობილი კომპანიების მიერ დაფუძნდა ერთობლივი საწარმო - შპს "ბი თი ქეი აი რეილვეისი”, რომელიც მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის ინფრასტრუქტურის მართვას განახორციელებს.

„ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთის სიგრძე 180 კმ-ია, რომელიც მოიცავს ევროპული სტანდარტის 27 კმ სიგრძის ლიანდაგს. აღსანიშნავია ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგური, რომლის ფართობია 102 ჰა და მოიცავს გერმანელი არქიტექტორის, იურგენ მეიერის მიერ დაპროექტებულ ვაგზლის შენობას და საერთაშორისო სტანდარტების სატვირთო რაიონს, რომელიც გათვლილია ყველა სახეობის ტვირთზე. პროექტის გამტარუნარიანობა კი წელიწადში 5 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს