ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინას კურსკის რეგიონში ნატო-ს ქვეყნების იარაღის გამოყენების უფლება აქვს

უკრაინას კურსკის რეგიონში ნატო-ს ქვეყნების იარაღის გამოყენების უფლება აქვს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ BBC-სთან საუბარში განაცხადა.

ბრაჟეს თქმით, უკრაინას აქვს რუსეთში შესვლის უფლება, ისევე როგორც ნატო-ს ქვეყნების მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების უფლება.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ “ეს უკრაინული იარაღია” და აღნიშნა, რომ “ნატო-ს ქვეყნებში სამართლის ექსპერტებს შორის კონსლუტაციებმა” დაადგინა, რომ “თავდაცვის უფლება ასევე მოიცავს კონტრშეტევის უფლებასაც”.

ბრაჟემ აღნიშნა, რომ რუსი ოფიციალური პირების განცხადებები, თითქოს უკრაინის ძალები მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ პროპაგანდას წაროადგენს.

“პირველივე მომენტიდან უკრაინული კომუნიკაციიდან ძალიან ნათელი იყო, რომ მათი თავდასხმა სამხედრო ობიექტების წინააღმდეგაა”, - განაცხადა ბრაჟემ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აქამდე განაცხადა, რომ ნატო-ს ქვეყნების მიერ გადაცემული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება “წითელ ხაზს” წარმოადგენს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება