უკრაინის გენშტაბი რუსეთის ოთხ აეროდრომზე თავდასხმას ადასტურებს

უკრაინის თავდაცვის ძალებისა და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ქვედანაყოფებმა 14 აგვისტოს ღამით რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის, კურსკის და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქების ტერიტორიაზე ოთხ აეროდრომს შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, დარტყმა განხორციელდა სამხედრო აეროდრომებზე : „ხალინო“, „სავასლეიკა“, „ბორისოგლებსკი“ და „ბალტიმორი“.

„აღნიშნულ აეროდრომებზე ბაზირებულია არმიის ავიაცია, „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელი ბომბდამშენი, „სუ-35“ გამანადგურებელი და მტრის სხვა სამხედრო თვითმფრინავები“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათი განმარტებით, მთავარი სამიზნე იყო საწვავის და საპოხი მასალების საწყობები და საავიაციო იარაღი. თავდასხმის შედეგები ზუსტდება.

ოპერაციებში მონაწილეობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან ერთად.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს