რუსეთში კურსკის ოლქის გლუშკოვსკის რაიონის ევაკუაცია მიმდინარეობს

რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა უკრაინის მოსაზღვრე გლუშკოვსკის რაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია გამოაცხადა.

თავდაპირველად, ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ევაკუაციას ექვემდებარებოდნენ გლუშკოვოს დასახლების მაცხოვრებლები, ორი საათის შემდეგ კი გადაწყვეტილება მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.

სმირნოვის ინფორაციით, რაიონიდან გამგზავრების პროცესს კოორდინაციას უწევენ სამართალდამცავი უწყებები, სამხედრო პერსონალი, ადგილობრივი ადმინისტრაცია და კურსკის პატრიოტთა ცენტრის წევრები.

„ძვირფასო თანამემამულეებო, გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ არსებულ ვითარებას და შეასრულოთ უსაფრთხოების ძალების და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა რეკომენდაცია“, - წერს გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი „ტელეგრამ“ არხზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის ფონზე კურსკისა და ბელგოროდის ოლქების სასაზღვრო რაიონების მცხოვრებლები თავიანთ სახლებს ტოვებენ. მანამდე ევაკუაცია გამოცხადდა კურსკის ოლქის ბოლშესოლდაცკის, კორენევსკის და სუჯანსკის რაიონებში. გარდა ამისა, მეზობელი ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟსკის რაიონის მცხოვრებლებმა თითქმის მთლიანად დატოვეს ტერიტორია. კურსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ ოლქში 120 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო. ბრძოლები მიმდინარეობს კორენევსკის, სუჯანსკისა და ბელოვსკის რაიონებში. კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მის რეგიონში 28 დასახლებას აკონტროლებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, კი მათ 74 დასახლება აიღეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს