„ჰამასის“ მაღალჩინოსანი - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს არ შევუერთდებით

“ჰამასის” მაღალჩინოსანის განცხადებით, ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის მიზნით დაგეგმილ მოლაპარაკებებში, რომელიც დღეს დოჰაში განახლდება.

„ჰამასის“ მაღალჩინოსანმა BBC-ს განუცხადა, რომ მათ სურთ გეგმა შეთანხმების განსახორციელებლად და არ ჩაერთვებიან მოლაპარაკებებში მოლაპარაკებებისთვის, რომელიც ისრაელს ომის გასაგრძელებლად საფარველით უზრუნველყოფს. მისი თქმით, აღნიშნული გეგმა უნდა ეფუძნებოდეს შემოთავაზებულ შეთანხმებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მაისის ბოლოს გამოაქვეყნა, ისრაელს კი ახალი პირობების დამატება სურს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამ ნეთანიაჰუ „ჰამასის“ ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ერთადერთი, ვინც ცვლილებებს ითხოვს, „ჰამასია“.

მოლაპარაკებები, რომელიც გასულ თვეში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ შეჩერდა, დღეს დოჰაში განახლდება. ისრაელმა განაცხადა, რომ მასში მონაწილეობის მისაღებად დელეგაციას გაგზავნის. ამერიკელი, ეგვიპტელი და კატარელი შუამავლები აცხადებენ, რომ შეეცდებიან, მოლაპარაკებები გამოიყენონ გეგმის შესამუშავებლად, რომელიც დარჩენილ საკითხებს გადაჭრის.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო