ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი - უკრაინის კურსკში შეჭრა ვლადიმერ პუტინის აშკარა დამცირებაა

ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრის, ლაურინას კაშიუნასის განცხადებით, უკრაინელი სამხედროების შეჭრა რუსეთის კურსკის ოლქში ვლადიმერ პუტინის აშკარა დამცირებაა.

„ეს არის ვლადიმერ პუტინის აშკარა დამცირება. ეგრეთ წოდებული თავდაცვითი ხაზები, როგორც ჩანს, არც კი იყო დაპროექტებული, ისე, როგორც უნდა ყოფილიყო დაპროექტებული, მოწყობილი. ახლა მათ (უკრაინელებმა) იმდენი ტერიტორია დაიკავეს, რამდენის დაკავებაც შარშანდელი კონტრშეტევის დროს შეძლეს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს რიცხვები საკმაოდ შთამბეჭდავია“, - აღნიშნა ლიეტუვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, კურსკის ოლქში ოპერაციის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია მოსკოვთან შესაძლო „სამშვიდობო მოლაპარაკებების“ ფონზე უკრაინელების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება.

„უკრაინელებმა გადაწყვიტეს საინტერესოდ თამაში, ისინი აძლიერებენ პოზიციებს და თუ მოახერხებენ ამ ტერიტორიაზე კონტროლის შენარჩუნებას, ან გარკვეული ტერიტორიის ცენტრებზე კონტროლის შენარჩუნებას, ეს მნიშვნელოვნად ზრდის მათ მოლაპარაკების ძალას“, - აღნიშნა ლაურინას კაშიუნასმა.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო. ბრძოლები მიმდინარეობს კორენევსკის, სუჯანსკისა და ბელოვსკის რაიონებში. კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მის რეგიონში 28 დასახლებას აკონტროლებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, კი მათ 74 დასახლება აიღეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის