რუსეთმა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპული ჩარჩო კონვენცია ოფიციალურად დატოვა

რუსეთმა ევროპის საბჭოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენცია 1-ელ აგვისტოს ოფიციალურად დატოვა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ოფიციალურ იურიდიულ პორტალზე გამოქვეყნდა.

რუსეთი ეროვნული უმცირესობების დაცვის კონვენციას 1996 წელს შეუერთდა.

2023 წლის ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კონვენციის დენონსაციის შესახებ კანონს. ამის მიზეზად დასახელდა ის, რომ 2022 წელს რუსეთმა „დაკარგა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო მისთვის საინტერესო საკითხებზე გადაწყვეტილებების შემუშავებაში“ და განეხორციელებინა „საზღვარგარეთ რუსულენოვანი მოსახლეობის“ უფლებების დარღვევის მონიტორინგი.

ცნობისთვის, კონვენცია, რომელსაც ხელი 1995 წლის თებერვალში მოეწერა, ადგენს ევროპაში ეროვნული უმცირესობების მოპყრობის ძირითად პრინციპებს, კერძოდ, დისკრიმინაციისა და იძულებითი ასიმილაციის აკრძალვას, საკუთარი რელიგიის თავისუფლებას და საკუთარ ენაზე თავისუფლად ლაპარაკის უფლებას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება