საფრანგეთში, ავიაგამანადგურებლების შეჯახების შედეგად, ორი მფრინავი დაიღუპა

საფრანგეთში, ავიაგამანადგურებლების შეჯახების შედეგად, ორი მფრინავი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ავრცელებს.

„სამწუხაროდ, Rafale-ს სასწავლო ფრენის დროს, ავიაკატასტროფაში კაპიტან სებასტიან მაბირესა და ლეიტენანტ მეტის ლორენსის დაღუპვის შესახებ შევიტყვეთ“, - წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ, საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში Rafale-ის ტიპის ორი გამანადგურებელი ერთმანეთს შეეჯახა. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიენ ლეკორნუს ცნობით, ერთი მფრინავი, რომელმაც კატაპულტირება მოახერხა, გადარჩა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს