საქპატენტმა ISO 9001:2015 სასერტიფიკაციო აუდიტი გაიარა და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტმა“, ფუნქციონირების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით, საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 სასერტიფიკაციო აუდიტი გაიარა და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის ფარგლებში, მიმდინარე წლის ივლისში ავტორიტეტული მასერტიფიცირებელი ორგანოს TUVNORD-ის საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელი კომპანიის „მენეჯმენტის სისტემების“ მიერ განხორციელდა „საქპატენტის“ აუდიტორული შემოწმება, რაც მოიცავდა უწყების მიერ დამტკიცებული ხარისხის მართვის სახელმძღვანელოთი განსაზღვრული პროცესებისა და მისი იმპლემენტაციის შესაბამისობის დადგენას.

„აუდიტის შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უწყების მიზნები, ამოცანები და სრული ფუნქციონალი შეესაბამება ხარისხის მენეჯმენტის მიერ მოთხოვნილ ყველა სტანდარტს. სასერტიფიკაციო აუდიტის უმაღლესი შეფასება კი ცხადყოფს, რომ „საქპატენტი“ მუდმივად ცდილობს გააძლიეროს მომსახურების ხარისხის მართვის სისტემის მოქნილობა, განსაზღვრულ ინდიკატორებზე დაყრდნობით გააანალიზოს და დაგეგმოს მომხმარებელზე ორიენტირებული სისტემური პოლიტიკა, შეიმუშაოს რისკების მართვის ეფექტიანი გეგმები, უზრუნველყოს პროცესების გამჭვირვალობა და საზოგადოების ჩართულობა, ასევე, გააძლიეროს მარეგულირებელი ჩარჩო და სისტემური მდგრადობა.

საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ორგანიზაციას დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოლოდინები, განსაზღვროს ხარისხის მართვის სისტემის ჩამოყალიბება, შენარჩუნება და მუდმივად გაუმჯობესება. მოიპოვოს სანდოობა, არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის დანერგვა მომხმარებელს აწვდის მნიშვნელოვან სიგნალს, ხარისხზე ორიენტირებული სერვისების შესახებ და, შესაბამისად, იცავს მას შესაძლო რისკებისგან.

„საქპატენტში“ ISO 9001:2015 ხარისხის მართვის პრინციპები 2021 წლიდან დაინერგა, ხოლო მასზე მუშაობა, „ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის“ (EUGIPP) ფარგლებში, 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო