„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 16 აგვისტოს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, მეტეხის ხიდის მიმდებარედ წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ხვალ, 16 აგვისტოს, დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 16 აგვისტოს, დილის 11:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

„ისნის რაიონში - ქეთევან დედოფლი გამზირს N1-63-მდე, ქეთევან დედოფლის მოედნის N2, ღვინის აღმართს, დუტუ მეგრელის, მეტეხის, ჯორბენაძის ქუჩებს, რიყის პარკს, მეტეხის აღმართს, ისნის, ფერიცვალების, სოლომონ ბრძენის, ურბნისის, ჩეხოვის, მუკუზანის, მაჭარის, სამასი არაგველის, შავსოფლის, ბოდბის, არბოშიკის, ზახაროვის, ლუსინიანის, იალბუზის, ბოჭორმის, კაჩინსკის და დოლაბაურის 1-ელ, მე-2 და მე-3 ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება