მასწავლებლებისათვის ტესტური დავალებების ბანკის შესაქმნელად კონკურსი  ცხადდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იწვევს ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის), ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების, ინგლისური ენის, ხელოვნებისა და მუსიკის საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს ტესტური დავალებების ბანკის შესაქმნელად. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სავალდებულო მოთხოვნებია:

მასწავლებლობის მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით; აკადემიური უმაღლესი განათლება შესაბამის საგანში/ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ ჯგუფში ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Word; Excel; PowerPoint) ფლობა.

„უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც ექნება:

ზოგადი წარმოდგენა ცენტრალიზებული შეფასების სისტემის შესახებ;

მოქმედ მასწავლებელს, რომელსაც გავლილი აქვს ტესტური დავალებების შექმნის ტრენინგი.

კონკურსში მონაწილე კანდიდატი ვალდებულია, რომ 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (ქ. თბილისი, ე. მინდელის ქუჩა №9) ან ელექტრონული ფოსტით administratsia@naec.ge წარმოადგინოს:

ავტობიოგრაფია (CV);

სამუშაო გამოცდილებისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები;

სამოტივაციო წერილი (წერილი ჩამოყალიბებული უნდა იყოს ლაკონიურად, არაუმეტეს ნახევარი გვერდისა);

კანდიდატი ვალდებულია განაცხადში მიუთითოს საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) და საგნის/საგნების დასახელება, რომლის შესარჩევ კონკურსშიც სურს მონაწილეობის მიღება.

პირველი ეტაპის (დოკუმენტების გადამოწმების) შემდეგ შერჩეული პირები მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე. გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ ცენტრსა და კანდიდატს შორის გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება“,-აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს