პაატა მანჯგალაძე - ის, რომ რუსეთი „ქართული ოცნების“ გამონათქვამს იყენებს საქართველოს წინააღმდეგ, ცხადი მავნებლობაა - ვისი ბრალი იყო აგვისტოს ომი, პასუხი გაცემულია და ვინც ამ საკითხის გადახედვას შეეცდება, პოლიტიკური ნაძირალაა

ის, რომ რუსეთი „ქართული ოცნების“ გამონათქვამს იყენებს საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის ცხადი მავნებლობა - საკითხზე, თუ ვისი ბრალი იყო აგვისტოს ომი, პასუხი გაცემულია და ყველა, ვინც ამ საკითხის გადახედვას შეეცდება, ჩემთვის არის პოლიტიკური ნაძირალა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ რუსული მხარის წარმომდგენლის პრესკონფერენციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რუსული მხარის მიერ „ქართული ოცნების“ გამონათქვამების გამოყენება მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად დამაზიანებელია, არსებული ძალის საქართველოს ხელისუფლებაში დარჩენა ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისთვის.

„ეს პირდაპირი და მიანიშნებს იმაზე, რამდენად საშიში და დამაზიანებელია საქართველოს ინტერესებისთვის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა. ამაზე პასუხი უნდა იყოს 26 ოქტომბერს - სახლში გავუშვათ ხელისუფლება, რომელიც საქართველოს აყენებს ზიანს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც მიმდინარეობდა, საქართველო გაამართლა და უფრო მეტიც, სანქციებიც კი გასცა რუსი დამნაშავეების წინააღმდეგ. შესაბამისად, საკითხზე, თუ ვისი ბრალი იყო აგვისტოს ომი, პასუხი გაცემულია და ყველა, ვინც ამ საკითხის გადახედვას შეეცდება, ჩემთვის არის პოლიტიკური ნაძირალა.“- განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, 14 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება