სებ-ი - 2024 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.8%-ით ნაკლებია

საქართველოს ეროვნული ბანკი, 2024 წლის ივლისის მდგომარეობით ფულადი გზავნილების სტატისტიკას ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ცნობით, 2024 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.1 მლნ აშშ დოლარი (815.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.8%-ით (5.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამასთან, განმარტავენ, რომ უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.5% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივლისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 96.0% მოდიოდა.

„2024 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.5 მლნ აშშ დოლარი (91.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ივლისის (28.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.1%-ით მეტია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს