„საქართველოს ბანკის“ გადახდების მენეჯერს ბმულით გადახდა დაემატა

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესებს, რომლებიც რეგულარულად იღებენ გადახდებს, გამორჩეულ ციფრულ პლატფორმას - გადახდების მენეჯერს სთავაზობს, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ეს არის ერთიანი სივრცე, საიდანაც შესაძლებელია, როგორც არსებული გადახდების ნახვა და მართვა, ასევე ახალი გადახდის მეთოდების დამატება. პლატფორმა ახლახან განახლდა - გაუმჯობესდა მისი ინტერფეისი და დაემატა ბმულით გადახდის მეთოდი.

„თუ პროდუქციას/სერვისს სოციალური ქსელით ყიდით, რადგან არ გაქვთ საკუთარი ვებგვერდი და არც დეველოპერის რესურსი, მაშინ თქვენს ბიზნესს ბმულით გადახდის საუკეთესო შესაძლებლობას ვთავაზობთ.

სერვისი დაგეხმარებათ: მიიღოთ გადახდები ვებგვერდის შექმნის გარეშე; დაზოგოთ დრო და რესურსი; გაუმარტივოთ მომხმარებელს გადახდის პროცესი; გაზარდოთ გაყიდვები.

გარდა ამისა, განახლებული გადახდების მენეჯერი კიდევ უფრო ინტუიციური გახდა - ბიზნესები გადახდებზე სრულ ინფორმაციას იღებენ, ახალი ფუნქციონალებით შეუძლიათ მოითხოვონ ფიზიკური თუ ონლაინ გადახდების მეთოდები, გააანალიზონ მიღებული შემოსავლების დინამიკა და ეფექტიანად მართონ საქმიანობა.

გადახდების მენეჯერის მეშვეობით შესაძლებელია ვებგვერდზე გადახდის ღილაკის დამატება ან სრულიად დისტანციურად, ფიზიკური ტერმინალის მოთხოვნა. აღსანიშნავია, რომ ონლაინ გადახდის მეთოდის მოთხოვნაზე დასტურის მიღების შემდეგ, მის ინტეგრაციას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. პლატფორმა ონლაინ გადახდების მრავალფეროვან მეთოდებსაც აერთიანებს. თითოეული მათგანი კი გადახდის პროცესს ამარტივებს და ბიზნესს გაყიდვების ზრდაში ეხმარება. პლატფორმაზე ხელმისაწვდომია:

ბარათით გადახდა; BOG ავტორიზაციით გადახდა; PLUS და MR ქულებით გადახდა;

GOOGLE PAY-ით გადახდა; APPLE PAY-ით გადახდა; ონლაინ განვადებით გადახდა;

სასაჩუქრე ბარათით გადახდა; ნაწილ ნაწილ გადახდა; ბმულით გადახდა.

პლატფორმაზე ასევე ერთიანდება მიღებული გადახდების ისტორია, რაც ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, მისთვის საჭირო ოპერაციები შეასრულოს. მაგალითად, დააბრუნოს ან გაყოს თანხა, გააუქმოს განვადება, გადმოწეროს ამონაწერები სასურველი პარამეტრებით ან ფორმატით და სხვა.

გარდა ამისა, „საქართველოს ბანკი“ მერჩანტებს სთავაზობს ონლაინ ჩარიცხვებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, მყისიერად მიიღონ თანხა ანგარიშზე როგორც კი გადახდა პოს ტერმინალზე ან ელ. კომერციაში დასრულდება. ეს უსწრაფესი პროცესი უზრუნველყოფს, თანხები პირდაპირ მერჩანტის ანგარიშზე, რეალურ დროში ჩაირიცხოს, რაც გამორიცხავს შეფერხებებს და აუმჯობესებს ფულადი სახსრების მოძრაობას. მერჩანტებს შეუძლიათ ეფექტურად მართონ საკუთარი ფინანსები, ჰქონდეთ სწრაფი წვდომა შემოსავლებზე. შესაბამისად, აქვთ შესაძლებლობა, მომხმარებლებისთვის უკეთესი გამოცდილება შექმნან. ამ ფუნქციის მეშვეობით ბანკი ბიზნესებს ფინანსური ტრანზაქციების გამარტივებასა და ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესებაში ეხმარება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაიგეთ მეტი გადახდების მენეჯერის შესახებ ამ ბმულიდან ხოლო თუ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად ონლაინ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო