ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვისა და მართვის პრინციპებს შეიმუშავებს

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვისა და მართვის პრინციპებს შეიმუშავებს. ინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც საბჭოს აპარატის უფროსის ლევან ღირსიაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, ქვეყანაში ადრეული შეტყობინების სისტემის ჩამოყალიბების მიზნით მთავრობისთვის რეკომენდაციების შემუშავებასა და შესაბამისი დადგენილების პროექტის მომზადებაზე იმსჯელეს.

უწყების განმარტებითვე, ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის ადრეული შეტყობინების სისტემის გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სისტემის ეფექტური მართვის მნიშვნელობაზე.

„ეს არის ძალიან მასშტაბური საკითხი და არ შემოიფარგლება მხოლოდ ე.წ. განგაშის სირენების დამონტაჟებით, არამედ მოიცავს ბევრ კომპონენტს, მათ შორის, საზოგადოების აქტიურ ჩართულობას. შესაბამისად, საჭიროა კომპლექსური მიდგომა საკითხისადმი, რაც წარმოადგენს ჩვენი სამუშაო ჯგუფის მთავარ ამოცანას. ჩვენ ვითვალისწინებთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებას, პროექტში ჩვენი პარტნიორია გაეროს განვითარების პროგრამა, რისთვისაც მინდა მათ და უცხოელ ექსპერტებს დიდი მადლობა გადავუხადო. საჭიროების შემთხვევაში, ასევე იგეგმება დამატებითი საექსპერტო რესურსის მოზიდვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან. პროცესი მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. შევეცდებით, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში წარვუდგინოთ მთავრობას შესაბამისი პროექტი და რეკომენდაციები", - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელმა, ლევან ღირსიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს