კოალიცია „ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს.­

ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

დღესვე გაიმართა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ახალი ოფისის პრეზენტაცია.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, პლატფორმა "ძლიერი საქართველო" ყოველდღიურად და რაც ყველაზე მთავარია, ხარისხიანად იზრდება.

„მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი დიდი ხნის მეგობარი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იდგა იქ, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა. ადამიანი, რომელსაც არასდროს, არცერთ კრიტიკული სიტუაციის დროს არ დაუფიქრებია ნეიტრალური პოზიცია. ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლის ყველა წინა ხაზზე იდგა. ძალიან სერიოზული პროფესიონალი, გამოცდილი ადამიანი და მინდა მადლობა გადავუხადო მას, რომ ამ ბრძოლაში მან ითავა, ჩვენი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გამხდარიყო. მინდა, მივესალმოთ დათო გამყრელიძეს", - განაცხადა ხაზარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება