მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინას „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებებთან საერთო არაფერი აქვს

უკრაინას „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებებთან საერთო არაფერი აქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა.

„ასეთი ქმედება შეიძლება მხოლოდ ფართო ტექნიკური და ფინანსური რესურსით განხორციელდეს და ვის ჰქონდა ეს ყველაფერი აფეთქების დროს? მხოლოდ რუსეთს. უკრაინას „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებებთან საერთო არაფერი აქვს“, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, გუშინ, გერმანულ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აფეთქებებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, გერმანიის გენერალურმა პროკურორმა, იენს რომელმა ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქის, ვლადიმერ ს.-ს დაკავების ორდერი გასცა. პოლონეთის პროკურატურაში დაადასტურეს, რომ გერმანული მხარის მიერ გაცემული დაკავების ორდერი მიიღეს, მაგრამ ეჭვმიტანილმა პოლონეთი ივლისში დატოვა.

დღეს, Wall Street Journal-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე მომხდარ ინციდენტში უკრაინის ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ. კერძოდ, „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა, მოგვიანებით კი მისი გაუქმება სცადა, თუმცა უშედეგოდ. გამოცემა წერს, რომ ოპერაცია, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს