ალეკო ელისაშვილი - დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრის საღამო და 27 ოქტომბრის დილა ძალიან ლაღი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის - ორგანიზებულად შევუტიოთ და გავიტანოთ ლელო, რომელიც თითოეული ქართველის გულს გაახარებს

მიუხედავად იმისა, რომ რთული გზა გველის, დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრის საღამო და 27 ოქტომბრის დილა ძალიან ლაღი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის. მიხარია, რომ შტაბს ხელმძღვანელობთ ამ ბრძოლაში, დაგვრაზმეთ დისციპლინირებულად, ორგანიზებულად შევუტიოთ და გავიტანოთ ლელო, ის ლელო დავდოთ, რომელიც თითოეული ნორმალური ქართველის გულს გაახარებს,- ასე მიმართა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კოალიცია „ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს დავით გამყრელიძეს.

როგორც მან აღნიშნა, შტაბს დიდი პოლიტიკური გამოცდილების და სუფთა რეპუტაციის ადამიანი ხელმძღვანელობს.

„როდესაც ეს ამბავი გავიგე, რომ ასეთი დიდი პოლიტიკური გამოცდილების, სუფთა რეპუტაციის ადამიანი, არაჩვეულებრივი მენეჯერული თვისებების ადამიანი ჩაუდგა სათავეში შტაბს, აღტაცებული ვიყავი. ახლა უფრო გულდაჯერებულად, მშვიდად და უფრო დიდი შემართებით შევდივარ “ძლიერი საქართველოს“ ძლიერ გუნდთან ერთად ბრძოლაში.

მიუხედავად იმისა, რომ რთული გზა გველის, დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბრის საღამო და 27 ოქტომბრის დილა ძალიან ლაღი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის. მიხარია, რომ შტაბს ხელმძღვანელობთ ამ ბრძოლაში, დაგვრაზმეთ დისციპლინირებულად, ორგანიზებულად შევუტიოთ და გავიტანოთ ლელო, ის ლელო დავდოთ, რომელიც თითოეული ნორმალური ქართველის გულს გაახარებს“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს