სემეკი მოუწოდებს ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელებს სრულად დაიცვან კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთების პროცედურების დარღვევის გამო სს „თელასი“ დააჯარიმა.

მათივე ცნობით, კომპანიას დაევალა სემეკის მიერ განსაზღვრულ ვადაში დარღვევების აღმოფხვრა და დაკისრებული ჯარიმის - 5000 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

„კერძოდ, სს „თელასმა“ მომართა სემეკს და მოითხოვა გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახედვა. კომპანიის მიერ მიერთებისთვის გასაწევი ხარჯების ადეკვატურობის შეფასების მიზნით, სემეკმა დაიწყო სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლების მიერთების და უკვე მიერთებული მომხმარებლების სიმძლავრის გაზრდის პროექტების შესწავლა. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სს „თელასის“ ქსელში ჩართული იყო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე აღემატებოდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ზედა ზღვარს - 500 კილოვატს, ასევე დარღვეული იყო ქსელზე მიერთების პროცედურები. აღნიშნული დარღვევის გამოსწორების მიზნით კომპანიას მიეცა მითითება, თუმცა განმეორებითი შემოწმებისას გამოვლინდა, რომ დარღვევა არ იყო გამოსწორებული, ამასთანავე სემეკის მიერ დადგენილი რეგულაციები დარღვეული იყო სხვა მიერთების შემთხვევაშიც.

განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სემეკის მიერ დანერგილი რეგულაციების შესაბამისად, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ფლობდეს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს და მისი საშუალებით ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების (მზე, ქარი, წყალი) გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიაწოდოს გამანაწილებელი ქსელს.

კანონმდებლობის შესაბამისად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 500 კილოვატს. ელექტროსადგურის მფლობელი/ საბოლოო მომხმარებელი ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფი უფლებამოსილია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური მიაერთოს გამანაწილებელ ქსელთან და წარმოებული ჭარბი ელექტროენერგია მოიხმაროს ან მიაწოდოს იმავე გამანაწილებელ ქსელში ჩართულ ობიექტს. დაუშვებელია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის მოხმარება სემეკის მოთხოვნების დარღვევით.

სემეკი მოუწოდებს გამანაწილებელ კომპანიებსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელებს/მომხმარებლებს სრულად დაიცვან კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო