ელენე ხოშტარია - რთულია გაიხსენო სახელმწიფო, რომელიც საკუთარ თავს ადანაშაულებს აგრესორთან ომის დაწყებაში, ასევე ადანაშაულებენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს  - ეს მოღალატეობრივი აქტი აზიანებს საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებს

რთულია გაიხსენო სახელმწიფო, რომელიც საკუთარ თავს ადანაშაულებს აგრესორთან ურთიერთობაში ომის დაწყებაში, ასევე ადანაშაულებენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებზეც დგას ჩვენი სახელმწიფოს შენარჩუნება და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ეს მოღალატეობრივი აქტი აზიანებს კონკრეტულ საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებს,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან საზოგადოებას გააცნო სამუშაო გეგმა გაერო-ში არაღიარების პოლიტიკის, დევნილთა და მათი უფლებების მიმართულებით.

„ეს მართლაც რომ მოღალატეობრივი განცხადებაა - რთულია გაიხსენო სახელმწიფო, რომელიც საკუთარ თავს ადანაშაულებს აგრესორთან ურთიერთობაში, ომის დაწყებაში, ასევე ადანაშაულებენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებზეც დგას ჩვენი სახელმწიფოს შენარჩუნება და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ეს მოღალატეობრივი აქტი აზიანებს კონკრეტულ საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებს - ეს არის არაღიარების პოლიტიკა და მთლიანობაში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. შესაბამისად, 27 ოქტომბრიდან წარსულს უნდა ჩაბარდეს მსგავსი აქტები და ჩვენ ძალიან სწრაფად და ეფექტურად ვიმოქმედოთ საერთაშორისო ასპარეზზე.

მინდა გაგიზიაროთ თუ რას გავაკეთებთ ჩვენ კონკრეტულად გაერო-ში იმისთვის, რომ არა მხოლოდ ეფექტურად გაგრძელდეს არაღიარების პოლიტიკა, არამედ მივაღწიოთ ახალ დასახულ მიზნებს. პირველი, ყველა მსგავს შემთხვევაში, როდესაც რუსეთი გაბედავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვას, მოწვეული იქნება უშიშროების საბჭო და რუსეთი აგებს ამაზე პოლიტიკურ პასუხს.

ჩვენი პრიორიტეტი გაერო-ში იქნება დევნილების საერთაშორისო და საქართველოში საკუთრების უფლების აღდგენა, ეთნიკური წმენდის შედეგები, რომელიც აისახა ჩვენს დევნილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებზე, მათი საკუთრების უფლება აღდგენა იქნება ჩვენი პრიორიტეტი და მათ შორის, ვიმუშავებთ ისეთ საერთაშორისო მექანიზმზე, როგორიც არის რეპარაცია და რესტიტუცია - ამის საფუძველს დღეს საერთაშორისო ვითარება იძლევა, რომ მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს. მეორე, ეს იქნება გაერო-ს კონკრეტული სამართლებრივი ინსტიტუტების კერძოდ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ინსტიტუტის გამოყენება იმისთვის, რომ რუსეთმა აგოს პასუხი საქართველოში აგრესიაზე. ეს პროცესიც არის წასაყვანი და ამას დავიწყებთ მყისიერად მოღალატეობრივი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება