ირაკლი ქადაგიშვილი - „ქურდს ქუდი ეწვისო“ – „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანია, ადამიანებს „თვალში ნაცარი შეაყარონ“ და დააჯერონ, რომ რაც მათი ხელისუფლების დროს მოხდა, “ქართული ოცნების” ბრალია

„ქურდს ქუდი ეწვისო“ - ნათქვამია. მათი [“ნაციონალური მოძრაობის”] ერთადერთი მიზანია, რომ ადამიანებს „თვალში ნაცარი შეაყარონ“ და დააჯერონ ის, რომ, რაც მათი ხელისუფლების დროს მოხდა “ქართული ოცნების” ბრალია , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, აგვისტოს ომის დაწყების გადაბრალება “ქართულ ოცნებაზე” არ გამოუვათ.

„ერთი რამ ნათლად უნდა გავითვალისწინოთ, კონკრეტული მოცემულობა გვაქვს - რუსეთმა წინა ხელისუფლების დროს მოახერხა, ძალიან სამწუხარო და უმძიმესი ფაქტი, საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. ესაა რეალობა. შემდგომში ამ რეალობის “სამართლებრივი” დადასტურება მოახდინა იმდროინდელმა ხელისუფლებამ, როდესაც მათ ტალიავინის კომისიის მიერ გამოტანილ დასკვნასაც და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიღებულ რეზოლუციასაც მოაწერეს ხელი. ეს არის ის ორი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელსაც ემყარება 2008 წლის ომის შეფასება. ორივე ეს სამართლებრივი იურიდიული დოკუმენტი არის საქართველოს სახელმწიფოს საზიანოდ მიღებული “ნაციონალური მოძრაობის” დროს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ქართულმა ჯარმა დაიწყო დაბომბვა და რომ რუსეთი იძულებული გახდა გამოეყენებინა შესაბამისი ძალა. აქედან გამომდინარე, ხან რუსეთმა, ხან რადიკალურმა ოპოზიციამ რაც უნდა ისაუბროს, მშრალი ფაქტი მშრალ ფაქტად რჩება.

რაც არ უნდა ეცადოს “ნაციონალური მოძრაობა”, რომ მათ პერიოდში მომხდარი ეს საშინელი აგრესია და ოკუპაცია დღევანდელ ხელისუფლებას გადმოაბრალოს, არაფერი გამოვა.

„ქურდს ქუდი ეწვისო“, ნათქვამია. მათი ერთადერთი მიზანია, ადამიანებს თვალში ნაცარი შეაყარონ და დააჯერონ ის, რომ რაც მათი ხელისუფლების დროს მოხდა “ქართული ოცნების” ბრალია”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს