ცოტნე ანანიძე - გია ჭყონიამ ხელი შეუწყო ქობულეთის ცნობადობის გაზრდასა და პოპულარობას, გარდა ამისა, ცნობილია მისი გაუხმაურებელი ქველმოქმედებები

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე ქობულეთში, „ქართული ოცნების“ დელეგატად ბიზნესმენ, გია ჭყონიას წარდგენას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ჭყონიამ ქობულეთის ცნობადობის გაზრდასა და პოპულარობას შეუწყო ხელი.

„გია ჭყონია საქართველოს პარლამენტში, "ქართული ოცნებიდან" ქობულეთის დელეგატად დასახელდა. მას, შეეძლო, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში აეწყო ბიზნესსაქმიანობა, თუმცა მშობლიურ ქობულეთში აამოქმედა ბრწყინვალე ობიექტები, რითაც ხელი შეუწყო ქობულეთის ცნობადობის გაზრდასა და პოპულარობას. გარდა ამისა, ცნობილია მისი გაუხმაურებელი ქველმოქმედებები“, - აღნიშნავს ცოტნე ანანიძე, რომლის კომენტარსაც “ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება