ანა დოლიძე - ჩვენი შტაბი "ოცნების" შტაბისგან განსხვავებით, ყინულის სასახლე კი არ იქნება, ეს იქნება ადგილი ყველა მოქალაქისთვის

თქვენ ნახეთ ჩვენი შტაბი, რომელიც "ოცნების" შტაბისგან განსხვავებით, ყინულის სასახლე კი არ იქნება, ეს იქნება ადგილი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ჩვენი ყველა დღევანდელი და მომავალი ამომრჩევლისთვის, ყველასთვის, ვისაც უნდა, რაღაც გვითხრას, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ ახალი შტაბის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა დავით გამყრელიძეზე, რომელიც პოლიტიკაში 12 წელია აღარ არის და რომელიც ახლა ამ კოალიციის შტაბის ხელმძღვანელი იქნება.

ანა დოლიძის თქმით, დავით გამყრელიძე წინა ხელისუფლების დროს მასთან ერთად იბრძოდა სამართლიანობისთვის და ახლა მისი ჩრდილიდან გამოსვლა ბევრი მოქალაქისთვის მაგალითი იქნება.

„თქვენ ნახეთ ჩვენი შტაბი, რომელიც "ოცნების" შტაბისგან განსხვავებით, ყინულის სასახლე კი არ იქნება, ეს იქნება ადგილი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ჩვენი ყველა დღევანდელი და მომავალი ამომრჩევლისთვის, ყველასთვის, ვისაც უნდა, რაღაც გვითხრას. ამასთანავე, ძალიან მიხარია, რომ ამ შტაბის მამასახლისად ჩვენ მივესალმებით ბატონ დავით გამყრელიძეს. მე მაქვს განსაკუთრებული მიზეზი ამისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ გარდა იმისა, რომ ბატონი დავითი არის გამორჩეული პროფესიონალი, პოლიტიკოსი, წარმატებული მეწარმე, მე მას დავასახელებდი განსაკუთრებულად მებრძოლ და პატრიოტ ადამიანად. 2004-05-06 წლებში მე და დავითმა ერთად გავატარეთ დღეები დემონსტრაციებზე, მიტინგებზე, იზოლატორებთან, სასამართლოებში, სანდრო გირგვლიანის და სხვადასხვა საქმეების სამართლიანობის აღდგენისთვის. ბატონი დავითი წინა ხაზზე იყო ჩვენთან ერთად. მას არასოდეს არ დაუხევია უკან. დღეს მისი თავდადება სამშობლოსთვის ჩვენ ძალიან გვჭირდება და ასევე იმედი მაქვს, რომ მისი მაგალითი ჩრდილიდან გამოსვლის, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის მაგალითი იქნება, რომელსაც ველით გაშლილი ხელით", - განაცხადა ანა დოლიძემ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა