თამარ ჩერგოლეიშვილი - ხალხს, ვიდრე არჩევნებში შევა, უნდა ჰქონდეს განცდა, რომ რეჟიმს ამარცხებს, მნიშვნელოვანია, ქუჩაში აქტიურობა - სწორედ ამიტომ, 27 სექტემბერს ვნიშნავთ აქციას

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჩვენ ვნიშნავთ აქციას და მთელი ეს პერიოდი, 27 სექტემბრამდე მოვამზადებთ ამ აქციას , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ახალი პარტიის „ფედერალისტების“ წარდგენისას განაცხადა.

როგორც თამარ ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, ქუჩის აქტივობის გარეშე ძნელად წარმოსადგენია ხელისუფლების დამარცხება ისეთი გარანტიებით, რომ მან ამ გამარჯვების მოპარვა ვერ შეძლოს.

„მიგვაჩნია, რომ დღეს პროცესი როგორც მიდის, ეს პროცესი არ ეყოფა რეჟიმის დამარცხებას. მე მგონია, რომ რაღაც მეტია საჭირო იმისათვის, რომ რეჟიმი გარანტირებულად დამარცხდეს. ჩვენ გვჭირდება, რომ მანამდე მივხვდეთ, რომ რეჟიმი დამარცხებულია. ქართველ ხალხს არჩევნებში სანამ შევა, მანამდე უნდა ჰქონდეს განცდა, რომ რეჟიმს ამარცხებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუჩაში აქტიურობა არსებობდეს. ჩვენ თუ კვლევებს ავიღებთ, მთავარი პრობლემა არის ის, რომ „ქოცები“ უფრო ცოტანი არიან, მაგრამ მოტივირებულები არიან, ოპოზიციის ამომრჩეველი ასე არ გრძნობს თავს, შედარებით უფრო დაბნეულია. საჭიროა ისეთი მორალური უპირატესობის მოპოვება ქუჩაში, როგორიც გვქონდა აპრილსა და მაისში. ჩვენ რაც არ უნდა მოვინდომოთ, პოლიტიკოსები არ გეგმავენ ასეთ აქციებს, ასეთი აქციები თავისით ეწყობა, როგორც წესი, მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქუჩას თუ აქვს რესურსი ერთგვარი აფეთქების, ეს მოხდეს.

სწორედ ამიტომ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჩვენ ვნიშნავთ აქციას. მთელი ეს პერიოდი 27 სექტემბრამდე მოვამზადებთ ამ აქციას. ვიდრე გადაწყვეტილებას მივიღებთ იმასთან დაკავშირებით, არჩევნებში რას ვშვრებით, ჩვენი კამპანია იქნება ზუსტად ეს. ეს საუკეთესოდ პასუხობს ხელისუფლების ანტიდასავლურ პროპაგანდას და ამასთან, ქუჩაში ხალხის აქტიურობის გარეშე ძნელად წარმოგვიდგენია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება ისეთი გარანტიებით, რომ მან ამ გამარჯვების მოპარვა ვერ შეძლოს“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს