გიგი წერეთელი - მმართველი პარტია ოკუპანტ რუსეთს აძლევს არგუმენტს, რომ საქართველოს უფრო აქტიურად შეუტიოს საერთაშორისო არენაზე

მმართველი პარტია ოკუპანტ რუსეთს აძლევს არგუმენტს, რომ საქართველოს უფრო აქტიურად შეუტიოს საერთაშორისო არენაზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

გიგი წერეთლის თქმით, საქართველოს სიმართლის დამტკიცებას, რომ რუსეთი ოკუპანტია და მან მოახდინა ინტერვენცია 2008 წელს, წარმოუდგენლად დიდი შრომა და ბრძოლა დასჭირდა წლების განმავლობაში.

„ამას ეთანხმება პრაქტიკულად მთელი დემოკრატიული სამყარო, საერთაშორისო სასამართლოებში მოგებული საქმეებიც ამაზე მეტყველებს და ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციის რეზოლუციებსა და დოკუმენტებში ეს მკაფიოდ აღნიშნულია. ისინი რუსეთს მოუწოდებენ, ჯარები გაიყვანონ, უკანონო ინტერვენცია და ოკუპაცია დაასრულონ, რათა დევნილებმა შეძლონ სახლებში დაბრუნება.

ახლა, ამ ვითარებაში, როცა არ აღიარების პოლიტიკაც საქართველოს მხრიდან მდგრადია, საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია იწყებს ახალ კამპანიას, უფრო სწორად, აგრძელებს ამ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ და რუსეთს აძლევს ხელში დამატებით არგუმენტს, რომ კიდევ უფრო აქტიურად შეუტიოს ჩვენ ქვეყანას საერთაშორისო არენაზე. სწორედ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, დამაზიანებელი და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება