გიორგი ვაშაძე - დავდივართ ხალხში და რაც მთავარია, ჩვენ ვართ ხალხთან ერთად - ერი ერთიანია და 26 ოქტომბერს ვიმარჯვებთ

დავდივართ ხალხში და რაც მთავარია, ჩვენ ვართ ხალხთან ერთად და დიახ მჯერა, რომ ხალხის პრობლემებს მოვაგვარებთ, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, 26 ოქტომბერი არის ცვლილებების არჩევანი, რომელმაც უნდა გაიმარჯვოს დაპირისპირებაზე.

„გაზრდილი ფასები, უმუშევრობა, დაბალი პენსია, მაღალპროცენტიანი სესხები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, გამოსავალი ამ ყველაფერზე არის ევროკავშირი.

26 ოქტომბერს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს დიდი ნაბიჯი საქართველომ გადადგას. ეს არის ცვლილებების არჩევანი, ეს არის ის არჩევნები, რომელმაც უნდა გაიმარჯვოს დაპირისპირებაზე, ეს არის მომავლის გამარჯვება წარსულზე და ეს არის გაერთიანების არჩევნები.

შევრიგდეთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ძლიერი, ხალხისგან გამოხმაურებაა ძალიან კარგი, პოზიტიური და მადლობა მინდა ვუთხრა იმ გამამხნევებელი სიტყვებისთვის, რასაც ჩვენ ვისმენთ ქართველი ამომრჩევლისგან.

ერი ერთიანია და 26 ოქტომბერს ამ ერთიანობით ჩვენ ვიმარჯვებთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს