გია ჯაფარიძე - 12 წლის თავზე ყველას მობეზრებული აქვს "ქართული ოცნება"

12 წლის თავზე ყველას მობეზრებული აქვს "ქართული ოცნება", - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ელოდება 26 ოქტომბერს.

"2 კვირა ვიყავით რეგიონებში, შეიძლება ცოტა მეტიც. თბილისშიც ვმუშაობდით ცხადია, მაგრამ დღეს რეგიონები არ გვაქვს, დღეს, თბილისში გვაქვს შეხვედრები, დღეს საღამოს გვაქვს შეხვედრები საბურთალოზე.

განწყობა არის დადებითი, ხალხისგან მოთხოვნა არის ერთიანობაზე, ცვლილებებზე.

12 წლის თავზე, ყველას მობეზრებული აქვს "ქართული ოცნება". ამ 12 წლის თავზე ყველა გრძნობს სიღარიბეს, სიდუხჭირეს, იმ უპერსპექტივობას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში გააჩინა.

დედოფლისწყაროდან ბეშუმამდე, სადაც ვიყავით, ყველგან ერთიდაიგივე განწყობა გვხდება. ხალხი ელოდება 26 ოქტომბერს, რომ შეცვალოს ხელისუფლება",- აცხადებს გია ჯაფარიძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება