მედია - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები კატარში დღეს განახლდება

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები კატარის დედაქალაქ დოჰაში დღეს განახლდება, - ინფორმაციას Reuters-ი კატარელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დოჰაში გამართულ დისკუსიებთან დაკავშირებით ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა, Reuters-ს განუცხადა, რომ ხუთშაბათს გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო.

მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმაც.

„ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოა. დარჩენილი დაბრკოლებების გადალახვა შესაძლებელია და ეს პროცესი დასასრულამდე უნდა მივიყვანოთ“, - განუცხადა კირბიმ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების ახალი კატარის დედაქალაქ დოჰაში გუშინ დაიწყო. ამერიკელ და ეგვიპტელ კოლეგებთან და კატარის პრემიერ-მინისტრთან ერთად დახურულ კარს მიღმა გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა „მოსადის“ დირექტორმა, დევიდ ბარნეამაც მიიღო. მოლაპარაკებებს „ჰამასის“ წარმომადგენელი არ დასწრებია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს