„საქსტატი“ - 2024 წლის II კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 3.4%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის II კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 3.4 პროცენტით შემცირდა და 887.6 ათასი სული შეადგინა.

მათივე ცნობით, აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 410.7 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 4.9 პროცენტით ჩამორჩება.

„ღორის რაოდენობა 198.1 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 10.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.6 პროცენტით შემცირდა და 10.4 მილიონი ფრთა შეადგინა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 184.1 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8.9 პროცენტით ნაკლებია.

„ხორცის წარმოებამ 19.0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 11.1 პროცენტით მეტია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 162.9 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.5 პროცენტით ნაკლებია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა