რუსი დეპუტატი - მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვართ, რომლის დაწყებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დასავლეთის ქვეყნებს ეკისრებათ

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, უშიშროების კომიტეტის წევრის, მიხაილ შერემეტინის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებმა, რუსეთზე თავდასხმების განსახორციელებლად უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით, მსოფლიო, რეალურად, მესამე მსოფლიო ომის პირას მიიყვანეს.

„დასავლური მოდელის სამხედრო ტექნიკის არსებობის, უცხოური წარმოების საბრძოლო მასალითა და რაკეტებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების, რუსეთის ტერიტორიებზე თავდასხმაში უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლების მონაწილეობის უტყუარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, ომის, რომლის დაწყებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დასავლეთის ქვეყნებს ეკისრებათ“, - აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.

მისი თქმით, ნატო-ს ქვეყნებმა, ფაქტობრივად, რუსეთზე თავდასხმის უფლება გასცეს და მარიონეტული კიევის რეჟიმის უკან იმალებიან.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 6 აგვისტოს კურსკის ოლქში შეტევითი ოპერაცია დაიწყო. ბრძოლები მიმდინარეობს კორენევსკის, სუჯანსკისა და ბელოვსკის რაიონებში. კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მის რეგიონში 28 დასახლებას აკონტროლებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის თქმით კი უკრაინელი ჯარისკაცები რუსეთის ტერიტორიაში 35 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ და კურსკის ოლქში უკვე 82 დასახლებას აკონტროლებენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება