გიორგი ხახუბია - მაქვს პატივი კვლავ წარმოვადგინო ფოთი, ხობი და სენაკი საქართველოს პარლამენტში დელეგატის რანგში, ჩემთვის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა გავაგრძელო საქმე, რომელიც მე და ირაკლიმ წლების წინ ერთად წამოვიწყეთ

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. საარჩევნო კანონმდებლობით შემოღებულ იქნა დელეგატის ინსტიტუტი, რათა მოსახლეობასა და კანდიდატს შორის არ შესუსტდეს კავშირი და ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ მას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჰყავს წარმომადგენელი დელეგატის სახით, - ამის შესახებ ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატობის კანდიდატი და მოქმედი მაჟორიტარი, გიორგი ხახუბია, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხახუბია აღნიშნავს, დელეგატის ინსტიტუტი შემოღებული იქნა იმისათვის, რომ მოსახლეობასა და კანდიდატს შორის კავშირი არ შესუსტდეს.

მისივე თქმით, ჰქონდა შესაძლებლობა, ერთი წელი გაეგრძელებინა ირაკლი ხახუბიას წამოწყებული ბევრი სასიკეთო საქმე და მათი მაჟორიტარობის პერიოდში ფოთში, ხობში და სენაკში განვითარება თანაბრად შეეხო სხვადასხვა მიმართულებას.

„ჩემო ფოთელებო, ხობელებო და სენაკელებო!

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. საარჩევნო კანონმდებლობით შემოღებულ იქნა დელეგატის ინსტიტუტი, რათა მოსახლეობასა და კანდიდატს შორის არ შესუსტდეს კავშირი და ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ მას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჰყავს წარმომადგენელი დელეგატის სახით.

მაქვს პატივი კვლავ წარმოვადგინო ფოთი, ხობი და სენაკი საქართველოს პარლამენტში დელეგატის რანგში.

პირადად ჩემთვის ეს არის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა გავაგრძელო საქმე, რომელიც მე და ირაკლიმ წლების წინ ერთად წამოვიწყეთ. ჩვენი მაჟორიტარობის პერიოდში ფოთში, ხობში და სენაკში განვითარება თანაბრად შეეხო ინფრასტრუქტურას, რეკრეაციას, სოფლის მეურნეობას, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებს, სკოლებსა და ბაღებს, ჯანდაცვასა და სხვა სოციალურ მიმართულებებს.

მე მქონდა შესაძლებლობა ერთი წელი გამეგრძელებინა ირაკლის წამოწყებული ბევრი სასიკეთო საქმე და ამასთანავე შევძელი ჩვენი საერთო სურვილი სისრულეში მომეყვანა, რაც ქალაქ ფოთისთვის ადგილობრივი საკონტეინერო მოსაკრებლის დაწესებას გულისხმობს, რომელიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების სათავე იქნება.

პირობას გაძლევთ, მაქსიმუმს გავაკეთებ ფოთის, ხობისა და სენაკის უკეთესი მომავლისთვის!

მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის!

დიდი იმედი მაქვს ჩემი ფოთელების, ხობელებისა და სენაკელების მხარდაჭერის!

მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით!

მხოლოდ ევროპისკენ!" - წერს გიორგი ხახუბია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის