საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ხსენებული მაგისტრალის 190.3 კილომეტრზე რედუცირების კვანძის სარეკონსტრუქციო სამუშაოები შესრულდება.

მათივე ცნობით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 19 აგვისტოს 07:00-დან 12:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება გაზგამანაწილებელ სადგურ „შპს „ყამარი მ"-ის მომხმარებლებს. კერძოდ, ბუნებრივი გაზის მიწოდება ხსენებულ პერიოდში არ მიეწოდება სოფელ გლდანსა და თეთრი ტბის ტერიტორიას.

„ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა